“ჭუკლი-პუკლი” - ახალი აპლიკაცია რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად!

10,711 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - საქართველოს მთავრობა ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ქართველ და რუს ხალხს შორის სახალხო დიპლომატიის აღორძინებისკენ არის მიმართული.

თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის იდეა გია კორკოტაშვილის (ე.წ. კორკოტას) მიერ წარმოთქმული ფრაზის საფუძველზე გაჩნდა: “რუსეთი იმპერიაა რათ უნდა მაგას [...] შენ ამ იმპერიას მოდი და ებოქსავე ეხლა რა! არ ჯობია რაღაც ჭუკლი-პუკლი რაღაცა ვუთხრათ ისეთი, რომ მაინც და მაინც არ გაგვსრისოს ყოველ წუთში!”  

ახალი მობილური აპლიკაცია Android-ისა და iOS-ის პლათფორმებზე იმუშავებს, ზაფხულისთვის კი Windows Mobile-ისთვისაც გამოვა შესაბამისი ვერსია. პროგრამა დაფუძნებულია ცნობილი აპლიკაციის “YO!”-ს კონცეფციაზე, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გახდა პოპულარული. “YO!” ერთ ღილაკიანი აპლიკაციაა, რომელიც თქვენს მეგობრებს და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აირჩევთ YO! ღილაკზე დაჭერისას, უგზავნის მესიჯს YO!, ხოლო პასუხად თქვენც მიიღებთ YO!-ს.

“კონცეპტუალურად ჩვენი პროექტი ჰგავს YO!-ს მაგრამ ჩვენი გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, ანუ თუ იქ მხოლოდ ერთი მესიჯი და ერთი სიტყვა იქგზავნებოდა ჩვენთან შესაძლებელია ორი სიტყვის მიმოცვლა.” განაცხადა აპლიკაციის დეველოპერმა კარლო მაცაბერიძემ.

“ჭუკლი-პუკლის” დაყენების შემდეგ, თქვენ მარტივად, ერთი ღილაკის დაჭერით შეგეძლებათ რუსეთში მცხოვრები ნებისმიერი რუსისთვის “ჭუკლის” გაგზავნა, რის შემდეგაც ისინი გამოგიგზავნიან საპასუხო “პუკლის.”

აპლიკაცია ორ ენოვანია და რუსულ ვერსიას “тшукли - пукли” ერქმევა. მესიჯის მომოცვლისას თქვენი გაგზავნილი ჭუკლი რუსეთში მივა როგოც - тшукли, რადგან რუსებმა ქართული არ იციან, ხოლო საპასუხო მესიჯი არ გადმოითარგმნება და პირდაპირ пукли-დ დაგიბრუნდებათ, რადგან ჩვენ ვიცით რუსული, რაც ცხადია ჩვენს განათლებულობაზე მეტყველებს.

პროექტის პრეზენტაცია კარასინი-აბაშიძის (და არა პირიქით) შეხვედრის დროს მოხდება, რად დროსაც ზურაბ აბაშიძე მიჭუკლავს კარასინს და თავს მოაპუკლინებს.

კომენტარები