კრიმინალს ბიჭი შეეძინა

7,929 ნახვა 0 სგ
0 სგ

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ დღეს დილით კრიმინალს ბიჭი შეეძინა. ეს ინფორმაცია ჩაჩავას კლინიკის მიმღებშიც ოფიციალურად დაგვიდასტურეს.

"კრიმინალის მეუღლე დღეს დილით მოიყვანეს ჩვენთან, წყლები უკვე დაღვრილი ჰქონდა, ჩვეულებრივად იმშობიარა და ახლა დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში მეან-გინეკოლოგმა.

რაც შეეხება ბავშვის მამას, როგორც სხვა მშობიარეები და კლინიკის მედპერსონალი ამბობს, კრიმინალმა და მისმა ძმაკაცებმა მთელი სამშობიარო ფეხზე დააყენეს დილამდე სიმღერით და ტაშ-ფანდურით. რამდენჯერმე დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმაც.

'თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, უხარია რომ მამა გახდა, თან ბიჭის მამა, უბრალოდ გადასარევად გრძნობდა თავს და ამას აღნიშნავდა" - დაგვამშვიდა ჩაჩავას კლინიკის დაცვის უფროსმა აღნიშნულთან დაკავშირებით.

"რა იყოთ კაცო, გაუხარდა კაცს, რა ყველაფერს უნდა ჩაეძიოთ, სხვა საქმე არ გაქვთ?" - დაგვიცაცხანა ჩვენი შეკითხვის "როგორ ფიქრობთ რამდენად სწორია კლინიკის ტერიტორიაზე იარაღის ფრიალი?" პასუხად კლინიკის დამლაგებელმა და ნატყვიარის შედეგად ჩამოყრილი ბათქაშის დაგვა განაგრძო.

ჯერ უცნობია რას დაარქმევს კრიმინალი ახალშობილს. ჩვენ ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა ავტომოპასუხემ გვამცნო, რომ წუხანდელი ღრეობის მერე კრიმინალი ნაბახუსევზეა და თავი უსკდება.

კომენტარები