ზეზვა და მზია: "პირველად იქ ვიტყნაურეთ სადაც მერე რესტორანი ბუდაპეშტი აშენდა!"

23,008 ნახვა 3 სგ
3 სგ

დმანისი - ქართული ცივილიზაციის აკვნის დარწევის შესახებ გაზეთი "პრაიმ-ტაიმი" ზეზვას და მზიას ესაუბრა. პირველი ქართველები, რომლებიც ასევე პირველი ევროპელები არიან, ტკბილად იხსენებენ მომხდარს. 

"საოცარი ადგილი იყო. ნაცნობმა ბრონტოზავრმა გაუწია რეკომენდაცია, კარგი ბუნებაა და სიწყნარეაო, თანაც პრესტიჟულ უბანში იყო და ჩვენც წავედით." აცხადებს ზეზვა. მისი თქმით, ადგილი ძალიან რომანტიული იყო და იქ ბევრი არსება დადიოდა შესაჯვარებლად და გასამრავლებლად. 

ჩიტის პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავისი გამოცდილება გაგვიზიარა მზიამაც, რომელმაც განაცხადა, რომ რესტორან "ბუდაპეშტის" აშენების მომავალი ადგილი ვიაგრასავით მოქმედებდა ზეზვაზე. "არ გაჩერებულა მთელი ღამე!" დასძინა მან. 

ჰომოგეორგიკუსების აზრით, იქ სადაც ქართული და ზოგადად ევროპული ცივილიზაციის აკვანი დაირწა საჭიროა სიცოცხლე ჩქეფდეს, ამიტომ ისინი გულითა და სულით უერთდებიან "პრაიმ-ტაიმის" კამპანიას. 

კომენტარები