საპატრიარქო სამების ეზოში "დანკინ დონატსის" გახსნას გეგმავს

6,288 ნახვა 1 სგ
1 სგ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საპატრიარქო სამების ეზოში დანკინ დონატსის გახსნას აპირებს. მოგეხსენებათ სამების ეზოში უკვე ფუნქციონირებს სამამულო "ლაღიძის წყლები" და ამჯერად მას ამერიკული ფასთ ფუდი დაემატება.

სოსო ფხაკაძე უკვე იმყოფებოდა საპატრიარქოს რეზიდენციაში და შეხვდა ზემო ეშელონის წარმომადგენლებს. კულუარებში ამბობენ, რომ ამოწურული მარაგის პირობებში ვისოლის დირექტორმა ორი შეკვრა ნარჩევი დონატსი სპეციალურად პატრიარქიისთვის მიიტანა. ჯერ-ჯერობით ფიდბექი უცნობია, მაგრამ იმასაც ამბობენ,რომ ვისოლის დირექტორს მეორედ მოუწია დანკინ დონატსში წასვლა და ახალი შეკვრით დაბრუნება.

საპატრიარქოს სპეც–სპიკერი ადასტურებს ფაქტს და დასძენს:"ჩვენ ყოველთვის დადებითად ვაფასებდით ჯანქ ფუდის ქსელის გაფართოებას.სამების ეზოში დონატსის გახსნით კი გვინდა ვაჩვენოთ რომ ორ კულტურას შეუძლია ერთად თანაარსებობა."

ენჯეოები დადებითად აფასებენ ამ ფაქტს, მაგრამ განმარტავენ, რომ არ უნდა მოხდეს სიძულვილის ენის წახალისება. მსგავსი ქმედება კი უკვე დაფაქსირდა. ლაღიძის წყლების რამდენიმე თანამშრომელი დანკინ დონატსის შესაძლო გახსნას აპროტესტებდა. მათი თქმით ლაღიძის წყლები ეროვნული პროდუქტია და მათ აქვთ უფლება მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიაზე საქმიანობის, დანკინ დონატსი კი ამერიკული  ნაგავია რომელიც ბავშვებს გვიწამლავს და თუ მასე უნდათ, წავიდნენ და კათოლიკური ეკლესიის ეზოში გახსნან ფილიალი. საბედნიეროდ სიტუაციის ესკალაცია არ მომხდარა. ადგილზე მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც გაერკვევა საქმის ვითარებაში.

უკვე ცნობილია რომ ობიექტზე ადგილობრივი კადრები – სამების სტიქაროსნები და მგალობელთა გუნდის წვერები დასაქმდებიან.

კომენტარები