საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იგეგმება

6,518 ნახვა 1 სგ
1 სგ

ქუთაისი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზურაბ ტყემალაძის ინიციატივით, პარლამენტი პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართავს. თხოვნას საფუძვლად უდევს კონსტიტუციის 48-ე (პრიმა) მუხლი, რომლითაც პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლა დასაშვები იქნება საგანგებო და საომარი მგომარეობის შემთხვევაში.

უმრავლესობა რამდენიმე წელია პარლამენტის თბილისში გადმოტანას ცდილობს. ტყემალაძის იდეით კი ამის განხორციელება რეალური გახდება. "ხოლო ამ დიად იდეასთან, საზოგადოებისთვის საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული დისკომფორტი რა მოსატანი იქნება" - ამ სიტყვებით დაასრულა ტყემალაძემ თავისი გამოსვლა.

ამ საკითხს თავის ბლოგზე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მეტი სიცხადისთვის განმარტა რომ: "მუნ იგი მივიდეს ადგილსა მასსა და დაეყუდოს წამებითა და ტანჯვითა, უკეთურ არს ნუსხანი მათნი და აღემართონ და ვლონ თბილისსა შინა".

ამასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დაამატა, რომ ის უბრალოდ დაიღალა ამ ქუთაისით და ამიტომ, უმჯობესი იქნება თბილისში ჩატარდეს სხდომები. "ჩვენ ქუთაისზე ბევრად მეტს ვიმსახურებდით" - თავისთვის სევდიანად ჩაილაპარაკა ჩიტთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ ბესელიამ.

სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობა ორი წლისთ გამოცხადდება, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლოა კიდევ ოთხი წლით გახანგრძლივდეს.

კომენტარები