საპატრიარქო კუთვნილი 25 მილიონის მიღებას დოლარში ითხოვს

13,697 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - ბოლო პერიოდში მომხდარ ეკონომიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით საპატრიარქომ დღეს 15:00 საათზე სპეციალური განცხადება გააკეთა.

"მოგეხსენებათ რომ, საბჭოთა კავშირმა ჩვენს ეკლესიას უდიდესი ზიანი მოგვაყენა. ამ ზიანის ასანაზღაურებლად ხალხი ვალდებულნი ხართ აგვინაზღაუროთ ეს ქონება. ამისთვის იხდიდით ყოველწლიურად 25 მილიონ ლარს. თუმცა, ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები ჩვენსა და ხალხს შორის არსებულ ურთიერთობაზე დადებითად არ აისახება. ვერაგობას აქვს ადგილი, რამეთუ, ლარის კურსი იმდენად გაუფასურდა, ფაქტობრივად კომპენსაცია ფორმალობადღა რჩება. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ამიერიდან აღნიშნული თანხა მყარ ვალუტაში იქნას გადახდილი, რათა არ მოხდეს მსგავსი თაღლითური გზით ვალდებულებისგან თავის არიდება" - განაცხადა საპატრიარქოს მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა.

განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც დასძინა, რომ "მსგავსი წინადადება მისასალმებელია, რამეთუ ჟამი არს ყველაფერს მოეფინოს ნათელი. საპატრიარქო და მისი უწმინდესობა იმხელა დათმობაზე წავიდნენ, რომ თანახმა არიან თუნდაც ცოდვილი ამერიკული ვალუტით აიღონ კომპენსაცია."

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტარები და საქართველოს სხვა მოქალაქეები სიამოვნებით შეიმცირებენ ხელფასებს სამი პროცენტით, ამიტომ ზედმეტი კვლევა საჭირო არაა და მომავალი თვიდან აღნიშნული ინიციატივა დარეგისტრირდება პარლამენტში განსახილველად.

აღნიშნულმა ფაქტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ფეისბუქზეც. გვერდები "მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!" "შეუცნობელნია გზანი უფლისანი" და სხვ. აქტიურად უჭერენ მხარს 25 მილიონის დოლარში გაცემას და ხელისუფლებას მიმართავენ: "თხოვნა იქნება გადაუხურდავოთ!" 

 

 

კომენტარები