საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ბიძინა ივანიშვილიც განიხილება

9,235 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კანდიდატურაზე ბიძინა ივანიშვილს განიხილავს. ამის შესახებ ცნობა ფედერაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაავრცელა.  

"გადაწყვეტილი ჯერ-ჯერობით არაფერია, ბატონი ბიძინა ერთ-ერთი კანდიდატია." განაცხადა რეზი არველაძემ. მისი თქმით, კანდიდატებს შორის ბევრი უცხოელი სპეციალისტიცაა, თუმცა უპირატესობა ქართველ მწვრთნელს მიენიჭება, რადგან მწვრთნელი აუცილებლად უნდა იცნობდეს ადგილობრივ საფეხბურთო სამყაროს. "თქვენ შეიძლება მითხრათ საიდან იცის ივანიშვილმა ქართული ფეხბურთიო, მაგრამ არც პოლიტიკა იცოდა და ვერ გადაარჩინა ქვეყანა?" ხელები გაასავსავა არველაძემ. 

როგორც ფეხბურთის კულუარებიდან ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ივანიშვილის კანდიდატურა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც თემურ ქეცბაიას მიერ ქართველ ფეხბურთელთა წამების კადრები გავრცელდა. "ეს კაცი იყო სადისტი. გვავარჯიშებდა, გვარბენინებდა, სიცივეში, სიცხეში, წვიმაში, თოვლში, გვაგინებდა და რა ვიცი." აცხადებს ანონიმური ფეხბურთელი, რომელიც ჩიტს მონასტერიდან დაუკავშირდა. 

ქეთი დოლიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყველა ფეხბურთელს 5-5 მილიონ ლარს დაურიგებს და ქართულ ფეხბურთს ააღორძინებს. "ეს კაცი მესებს კი არ დაბადავს, იმ თქვენ მესის იყიდის და ჩამოიყვანს აქ და ათამაშებს საქართველოს ნაკრებში." - დასძინა დოლიძემ. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა ვერავინ შეძლებს ქართველი ზარმაცი და უპასუხისგებლო ფეხბურთელების მიჭირხვნას, ხოლო თუ ამ კაცმა ფეხბურთელი კარგ მინიტრად აქცია, ფეხბურთელებისგან კარგი ფეხბურთელების გამოყვანასაც შესძლებს. 

კომენტარები