ოდისევსი ავარეთი-კახეთის გზის პროექტს ეხმაურება

5,169 ნახვა 0 სგ
0 სგ

ითაკა, საბერთნეთი - ლეგენდარული ბერძენი გმირი ოდისევსი, რომელმაც სახელი ტროას ომში გამარჯვებით გაითქვა, ავარეთი-კახეთის გზის პროექტს ეხმაურება და ვლადიმერ პუტინს გამარჯვებას ულოცავს. გმირის თქმით, ასეთი წარმატებული სატყუარა ტროას ცხენის შემდეგ კაცობრიობას არ ახსოვს. 

"ძალიან მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემს წარმატებას გაიმეროებს" - დასძინა ოდისევსმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა, აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმებაც. რუსული დიპლომატიის გამარჯვებად შეაფასა ჰექტორ-კარასინის შეხვედრის არ ჩაიშალა, მიუხედავად ყველაფრისა და განსაკუთრებით კასანდრა ჯაფარიძის ბოლო განცხადებისა.  

ოდისევსის აღფრთოვანებას არ იზიარებს  ცნობილი ბერძენი ექსპერტი აქილევსი. მისი განცხადებით, პუტინის და რუსული დიპლომატიის გენიალურობა არაფერ შუაშია. "ხალხის უნდა გენაცვლა ეს რუსეთი, არ უნდათ ბატონო ეს ნატო და ევროპა. აგერ მიშას 9 მუზიდან სამი უკვე იყო მოსკოვში და იქ გამართულ თბილისობაზეც იმღერეს." 

 

კომენტარები