კობა ხაბაზი კარატეზე შევიდა

7,263 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი -  ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" დამფუძნებელმა კობა ხაბაზმა კარატეზე დაიწყო სიარული. მისი განცხადებით, ეს იმისთვის დასჭირდა, რომ მის მიმართ მოსალოდნელი ფიზიკური თავდასხმები აირიდოს თავიდან. საბრძოლო ილეთების შესასწავლად მან "გოჯუ-რიუ" კარატის სტილი აირჩია, თუმცა თავიდან სხვა ვერსიებიც ჰქონდა: "კარატე-დო", "სეიბუკაი კიოკუშინ კარატე", "შიტო-კაი", "შიტო-რიუ" ან "შოტოკანი", მაგრამ განხვავებას ვერ მიხვდა და "გოჯუ-რიუ" არჩია.

მისი მასწავლებლის სენსეი-გუჯას განცხადებით ბატონი კობა ძალიან მონდომებულია და ვარჯიშებს არ აცდენს. მართალია საბრძოლო ილეთები ჯერ ვერ დახვეწა, მაგრამ "იააააა"-ს იძახის ძალიან სასაცილოდ.. 

თავად კობა ხაბაზი კი იმედს არ კარგავს, რომ მალე დაეუფლება საბრძოლო ხელოვნებას და ტიტუშკებს ადვილად გაუმკლავდება, თორმეტს ერთდროულად. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამდენი ვარჯიშით მაინც არაფერი გამოვიდა, წავა ბაზრობაზე და თავად იყიდს შავ ქამარს და Pepper-spray-ს მოწინააღმდეგეების თავიდან მოსაშორებლად.

კომენტარები