ინტერესიანმა ახალგაზრდამ შოტლანდიელებს მოუწოდა არ გამოეყონ დიდ ბრიტანეთს

5,181 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - ინტერესიანმა და ზომიერად პატრიოტმა ახალგაზრდამ, მას შემდეგ რაც შოტლანდიის რეფერენდუმისგან სეპარატიზმის ლეგიტიმიზაციის საფრთხე იგრძნო, შოტლანდიელ ხალხს მოუწოდა არ გამოეყონ დიდ ბრიტანეთს.

განცხადებას ამის შესახებ ქართველი ახალგაზრდა თავის ფეისბუკ გვერდზე აკეთებს, სადაც თაგავს ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტში მოღვაწეობის დროს გაცნობილ შოტლანდიელ მეგობრებს და ემუდარება, არ გადადგან ეს დამღუპველი ნაბიჯი.

"თქვენ იმდენი კარგი რამ შექმენით ერთად, ჯეიმს ბონდი, მანჩესტერ უინაიტედი და კიდევ რა ჩამოთვლის. ნუ გააკეთებთ ამას, იცხოვრეთ ერთად და მშვიდობიანად. fingers crossed :X :X" - ვკითხულობთ ახალგაზრდის ვრცელ პოსტში, რომელიც სავსეა საფუძვლიანი არგუმენტებით.

ახალგაზრდა იქვე აქვეყნებს რამდენიმე ფოტოსურათს, სადაც ჩანს თუ როგორ ადევნებენ თვალს რეფერენდუმის მიმდინაროებას ის და მისი მეგობრები. ისინი კომენტარებში აღნიშნავენ, თუ როგორ უყვართ გაერთიანებული სამეფო და თუ როგორი მნიშვნელოვანი ნაწილია შოტლანდია სამეფოსთვის.

კითხვაზე, თუ რა მისი ტრაკის საქმეა, ახალგაზრდა კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები