ნარმანია: "რა ჩემს ყლედ მინდა ეგ ველოსიპედი, ტარება მე არ ვიცი და არაფერი"

17,119 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - დედაქალაქის ახლადარჩეული მერი მოვალეობების შესრულებას სერიზოული საქმეების მოგვარებით იწყებს. ერთ-ერთი პირველი რასაც ნარმანია გააკეთებს, ვარდების მოედანზე მდგარი ველოსიპედის "რელოქეიშენია" (მან სწორედ ეს სიტყვა იხმარა ლიბერალების გულის მოსაგებად * ავტ. შენ.). 

"ეს ველოსაპეტი თუ ველისიპეტი თუ ველიკი ნერვებს მიშლის. რა ჩემს ყლედ მინდა აქ? ტარება მე არ ვიცი და არაფერი." განაცხადა ნარმანიამ პირველ ოფიციალურ ბრიფინგზე.

მერის ღრმა რწმენით, უმთავრესი საკითხია კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, რათა მან და მისმა გუნდმა გულდაწყნარებულებმა იმუშაონ და ნამდვილი და აქტუალური პრობლემები გამოავლინონ.

"აეხლა მითხარით, ეს უსახური ძეგლი რო არ მდგარიყო აქ, ხო დავიწყებდი მუშაობას უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით? გეკითხებით? ეს არის სააკაშვილის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. მან იცოდა, რომ ასეთი ძეგლები ხელს შეუშლიდა მომდევნო ხელისუფლებას და ნამდვილი საქმიდან ყურადღებას გადაატანინებდა, მერე თვითონ და მისი გოშიები ატეხდნენ ყეფას, რო მეტი პრობლემა ვერ ნახეთო? და ეგ იყო მთელი გეგმა!" - დასძინა მან. 

ქანდაკების გადატანა უახლოეს დღეებში იგეგმება, მანამდე კი ნარმანია ერთ რიტორიკულ შეკითხვას სვამს: "რა ვუყო შუშის ხიდს?" რაზეც შესაძლებელია პასუხი, ამ ბოლო დროს აჟიტირებული, ალეკო ლისაშვილისგან მიიღოს. 

 

კომენტარები