გოგა ხაჩიძის განცხადებით, დედამისს ის ჩაუდეს

6,083 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გოგა ხაჩიძე, ყოფილ გუბერნატორ ვასილ მაღლაფერიძეს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ყველაფერი რაც მაღლაფერიძეს თავის ჩანაწერში 2007 წლის 5 ნოემბერს შსს-ში გამართულ თათბირზე უწერია, არის ზღაპარი.

ხაჩიძის თქმით, თავად თათბირს არ ესწრებოდა, " როგორც თქვენ არ ყოფილხართ 2007 წლის 5 ნოემბერს შსს-ში გამართულ საგანგებო თათბირზე გუბერნატორებთან და ძალოვან მინისტრებთან ერთად, ისე არ ვყოფილვარ მეც.”

“მე ყველაფერი კარგად მახსოვს, კარგიც და ცუდიც, ჩვენი ინფორმაციით რუსი ოლიგარქი, თავისი ფულით ყველაფერს ყიდულობს. მას დაქირავებული ჰყავს მემონტაჟეთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს პროკურატურასთან ერთად იმ საიდუმლო ვიდეოჩანაწერში ჩახატოს, რომელიც ამირან მესხელმა პროკურატურას გადასცა. წინააღმდეგ შემთხევაში, აკვარიუმში მყოფი ზვიგენი მათ ყველას ერთად მიხედავს.” - განაცხადა მან. 

ოჯახის წევრების განცხადებით, გოგა ხაჩიძეს უკვე 2 დღეა მაგალითები მოჰყავს, რომ მას ყველაფერი ახსოვს . “ რას ამბობთ, ცხოვრებაში ტელევიზორის პულტი არ დამიკარგავს, ყოველთვის ვიცი სად არის და სხვა რამე დამავიწყდება?!” - ამბობს ხაჩიძე.

ხაჩიძის მტკიცებით, ეს  არ არის ხელისუფლების პირველი მცდელობა, რომ იგი სადმე ჩადონ. მაგალითად, ის ასევე ვერ იხსენებს თავისი დაბადების მომენტს, შესაბამისად, ასკვნის, რომ დედამისს ის ჩაუდეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხვა დეპუტატები ზურა ჯაფარიძე და სერგო რატიანი აცხადებენ, რომ გოგა ხაჩიძის ხსენებას, ვასილ მაღლაფერიძეს ერჩივნა ბიუჯეტში გარღვეულ მილიარდ ნახევარ ლარზე ელაპარაკა და როდესაც ახალი ხელისუფლება, ყველაფერ იმ მანკიერს ინარჩუნებს, რაც წინა მთავრობას ჰქონდა და ყველაფერ იმ კარგს აჩერებს, ხელისუფლება ცდილობს, ასეთი სამარცხვინო მეთოდებით გადაფაროს ის პრობლემები, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებას აწუხებს.

 

კომენტარები