ალექსანდრე ჭიკაიძეს კუჭზე კევი მიეკრა

12,475 ნახვა 5 სგ
5 სგ

თბილისი - პარლამენტში გაკეთებული მოხსენების შემდეგ სახლში გზად მიმავალმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მაღაზიაში შეიარა და ბიგ ბაბოლი იყიდა, ხუთივე საღეჭი რეზინი ერთდროულად ჩაიყარა პირში და 10 წუთიანი ღეჭვის შემდეგ წარმოქმნილი მასა გადაყლაპა. შინაგან საქმეთა მინისტრს მოულოდნელად სუნთქვა შეეკრა და წაბარბაცდა, რაც მისმა დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და სასწრაფო გამოიძახა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გადაყლაპული კევი მინისტრს კუჭზე მიეკრა და სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ექიმები 4 საათი იბრძოდნენ ჭიკაიძის გადასარჩენად. საბოლოოდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მინისტრს კუჭი გადაურჩინეს.

"სულ ასე იცის ხოლმე, არადა ვაფრთხილებ, რომ არ ჩაყლაპო კევი, არ ჩაყლაპო, მაგრამ ვინ გისმენს! ამან მოსმენა რო იცოდეს იმდენს მიაღწევდა. ვეუბნებოდი კუჭზე მიგეკრობა-თქო, მარა არ დამიჯერა და აი..." - აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძის დედა.

ამ მომენტისთვის მინისრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სანდო წყარო გვატყობინებს, რომ მომჯობინება მისთვისვე იქნება უარესი. ჭიკაიძეს, სავარაუდოდ, მკაცრად დატუქსავენ და ბაბოლის დაღეჭვას აუკრძალავენ.

კომენტარები