ბირჟავიკ მამაკაცს ასოცირების ხელშეკრულების წაკითხვის უფლება მისცეს

4,279 ნახვა 4 სგ
4 სგ

თბილისი - დედაქალაქში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც დღეს დილას ოდნავ გაუპარსავი, მოღუშული და შეწითლებული სახით გამოვიდა უბანში, ახლობელმა მამაკაცმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების წაკითხვის უფლება მისცა. 

აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა მამაკაცის სევდანარევი ბრაზიანი ნათქვამი, "არ გვაკითხებენ ძმაო ამ ხელშეკრულებას და კაცმა არ იცის რა წერია შიგ, ტო! ელ გე ბე დეებმა უნდა იგულაონ რა მაგის დედას შევეცი!" - განაცხადა მან მძიმე ხმით, რომელიც აშკარად მიუთიებდა, რომ მამაკაცი ნაბახუსევი იყო. მის ამ ფრაზას გვერდით მსჯდომი 60 წელს გადაცილებული, ძველი პლეადის ლოთის გურამ დოკვაძის გაღიზიანება მოჰყვა.

დოკვაძე, რომელიც განათლებული ლოთების წრეს მიეკუთვნება, რომელთაც ჩეხოვის და ტოლსტოის ტომეულები რუსულად აქვთ წაკითხული და 2000-იანების ბოლოს არც ამერიკელი პოლიტოლოგების ნაშრომები გამოუტოვებიათ, მკვეთრად პროდასავლური კურსის მატარებელია და მისი განცხადებით, ახალგაზრდა თაობის ასეთი დამოკიდებულება მათი სიზარმაცით, განუათლებლობითა და უპასუხისმგებლობითაა გამოწვეული. "მერე აიღე და წაიკითხე, ეს დედამოტყნული, ვინ დაგიშალა? დაგიშალა ვინმემ?" - მიმართა მან გვერდით მდგომ მოწუწუნე მამაკაცს. 

როგორც ჩიტს შემთხვევის ადგილიდა აცნობეს, ინციტენდი ამოწურულია და 50 წლამდე მამაკაცი უკვე კითხლობს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. მამაკაცის თქმით, თუ ის რამეს ვერ გაიგებს, აუცილებლად ჰკითხავს კომპეტენტური ადამიანს და არ დაელოდება გაზეთ "ასავალ-დასავალში" დაბეჭილ ინტერვიუებს აღნიშნულ საერთაშორისო დოკუმენტთან დაკავშირებით. 

ხელშეკრულების წაკითხვის უფლების მინიჭებას ელოდებიან ქართველი ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტები და საქართველოს მოსახლეობის 87%. 

 

კომენტარები