ლუის სუარესი შესაძლოა დააძინონ

18,245 ნახვა 8 სგ
8 სგ

სან პაულო - ურუგვაის საფეხბურთო ნაკრებისა და ლივერპულის თავმდამსხმელი ლუის სუარესი შესაძლოა დააძინონ. გუშინ, იტალიის ეროვნულ ნაკრებთან თამაშისას, სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. აღნიშნული ინციდენტი სუარესის კარიერაში მესამეა. მანამდე მან ჰოლანდიაში თამაშისას უკბინა მეტოქეს, ხოლო შემდეგ ჩელსის მცველ - ბრანისლავ ივანოვიჩს. წინა ინციდენტების შემდეგ სუარესს 7 და 10 თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და კისერზე ძაღლებისთვის განკუთვნილი ძაბრისებრი საყელო გაუკეთეს. 

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, საფეხბურთო სამყარო საგონებელში ჩავარდა, რადგან როგორც დაასკვნეს სუარესს არაფერი ეშველება და საჭიროა მის წინააღმდეგ ქმედითი სანქციების გატარება. 

"ამჟამად განიხილება ორი ვარიანტი, ან მისი კასტრაცია - მოგეხსენებათ, ცხოველები ამ პროცედურის შემდეგ ნაკლებად აგრესიულები არიან, ან მისი დაძინება." განაცხადა ზეფ ბლატერმა. "თუ დავაძინეთ ბრენდან როჯერსს ვეტყვით, რომ ლუისი ფერმაში გავუშვით, სადაც ბედნიერად ცხოვრობს და ცხვრებს და ქათმებს ყარაულობს." 

ფიფას სადისციპლინო კომიტეტი სხდომას მსოფლიო ვეტერინართა ორგანიზაციასთან ერთად დღეს გამართავს და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს საბოლოო განაჩეს გამოუტანს. 

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, სუარესის შეძენით რუმინული კლუბი F.C. Transilvania არის დაინტერესებული და აღნიშნული კლუბის მწვრთნელი, აბრამ ვან ჰელსინგი ფიფას ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ ურჩევს. 

კომენტარები