სოფო ტოროშელიძე: "აბა კარიერა? რა უნდა დამენგრეს?"

17,769 ნახვა 5 სგ
5 სგ

თბილისი - რუსთავი 2-ის გადაცემა "X ფაქტორის" ჟიურის წევრი სოფო ტოროშელიძე თავის ფეისბუქ-თაიმლაინზე ეროვნული სულის ზეიმს აწყობს და ქართველ ჰომოსექსუალებს მიმართავს. ჩიტი უცვლელად გთავაზობთ ტოროშელიძის სტატუსს. 

,

როგორც ტოროშელიძემ ჩიტთან საუბარში განაცხადა, მას არ ეშინია, რომ თამარ ივერის ბედს გაიზიარებს. "რანაირად უნდა გავიზიარო თამარ ივერის ბედი? კარიეულ პიკს მივაღწიე უკვე, ჟიურში კი ვზივარ და ესენი აქედან მე არ გამაგდებენ. ჩემზე უკეთესი ვინ უნდა მოიყვანონ, გეხვეწები რააა! დიდი დიდი პროდიუსერებმა დამტუქსონ კულისებში. რუსთავი 2-იც არ მყავდეს ახლა მსოფლიო დონის კორპორაცია, კონკურსანტი ან ჟიური ასეთი რამისთვის რო გაუშვან." - ირონიულად დასძინა ტოროშელიძემ და ლუკა ზაქარიაძის ფაქტი გაიხსენა. "თან ახლა რა ვთქვი ცუდი? გამრავლდნენ-თქო. მაგათაც ეგ არ უნდათ?" 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ში აცხადებენ, რომ რეალითი შოუებიდან ჰომოფობებს, ფაშისტებს, ქსენოფობებს და სხვა მსგავს ადამიანებს არ უშვებენ, მხოლოდ გეებს, რომლებსაც ჯერ რეიტინგებს აწერინებენ და მერე მმკ-დან და საპატრიარქოდან რომ დაურეკავენ, პროექტიდან აგდებენ. შესაბამისად, ტელეკომპანიის მესვეურების განცხადებით, ტოროშელიძეს არათუ არ გააგდებენ, შესაძლებელია სტეფანესა და გიორგი გაბუნიას ნაცვლად, რეზო ამაშუკელი და სოსო ჯაჭვლიანი მიუსვან, გეგა ფალავანდიშვილის ნაცვლად კი - მასტერას კანდიდატურა განიხილება. ხოლო შოუს საინფორმაციო მხარდაჭერა, არც მეტი არც ნაკლები, "ასავალ-დასავალს" დაევალება.

როგორც ჩიტს კულუარულმა წყარომ განუცხადა, სოფო ტოროშელიძეს არც ენაზე და არც კლავიატურაზე არავინ ექაჩება და რა რჯის, კაცმა არ იცის.

კომენტარები