"კარუსელში" დადანაშაულებული ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ ანანისტია

8,111 ნახვა 6 სგ
6 სგ

თბილისი - ინციდენტი დაფიქსირდა თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. არჩევნებზე მისულ ახალგაზრდას ულტრა-იისფერი შუქის დანათებისას ხელზე ლაქები აღმოჩნდა, რის გამოც ის კარუსელში მონაწილეობაში დაადანაშაულეს და შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.

ახალგაზრდის მტკიცებით ის სულაც არ არის გამყალბებელი, უბრალოდ სტრესის მოსახსნელად დილას მასტურბაციით დაკავდა და სწორედ ამით აიხსნება მის მარცხენა ხელზე არსებული ლაქები. თუმცა, ომბუდსმენის მობილური ჯგუფის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გამოვლინდა, რომ ახალგაზრდა ცაცია არ არის და მისი ვერსია დამაჯერებელი მაშინ იქნებოდა თუ ლაქები მარჯვენა ხელზე აღმოაჩნდებოდა. აღნიშნულს ახალგაზრდა ე.წ. "ჩუჟაია რუკას"-მეთოდით ხსნის. მისი თქმით, მარცხენა ხელით მასტურბირებით ტვინი ტყუვდება და ორგაზმს საერთოდ სხვა ეფექტი აქვს. 

როგორც ჩიტის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, აღნიშნულის დასადასტურებლად საარჩევნო უბანზე კიდე რამდენიმე ადამიანი ატარებს ექსპერიმენტს.

კომენტარები