სოციალური მედიის ვიცე ექსპერტი ბედნიერია

3,890 ნახვა 9 სგ
9 სგ

ბედნიერება თუ ჟინით დაწყებული და ძღომით დამთავრებული ჰეშტეგების სიმფონია?

როგორც ბოლოს ხშირად გამოყენებადი სოციალური ქსელებიდან შევიტყვეთ, სოციალური მედიის ვიცე ექსპერტი ნინო ნაინო ქაშიბაძე (იგივე პავლოველი ბუზღუნა) ბედნიერია. ახლახანს მან დადო სურათი ჰეშტეგით #100happydays #day75. ნაინო ჩვენს დასმულ კითხვაზე თუ რატომ იწუხებს თავს, რომ ყოველდღე გადაიღოს სურათები და დადოს ამ ჰეშტეგის ქვეშ ასე პასუხობს:

"ბიქოს ით იზ ქუულ რა, აი ვონთ სამსინგ თუ ფილ ინ მაი ჰართ, ით მეიქს მაი ლაიფ ჰეფიერ ენდ ითს ქაინდა ფრიქი იუ ნოუ...". ნაინომ ასევე გვიპასუხა რომ "ში დაზნოთ ქეარ" და რომ "რანაირები ვაართ რა." 

ნაინოს თქმით, ცხოვრებაში თუ არ იქნება ამდენი ნაბოზარი ქვეყანას დედა აღარ მოეტყვნება. როგორც ნაინომ განაცხადა, ის იესემში სწავლობდა.

ჩვენ ასევე ვკითხეთ რომ მართლა ასეთი ბედნიერია თუ არა და სამოცდამეთხუტმეტედაც ისეთვე ბედნიერია როგორც პირველი სურათის დადებისას?

ნაინომ გვიპასუხა, რომ "უ ნიო იესწ ბაბუშკა, ნო ნი სავსემ ბაბუშკა" ა პატომ რასკაზივალა ისტორიუ. შემდეგ მან დააკონკრეტა რო რუსულიც იესემში არ უსწავლია.

ნაინოს თქმით, ბედნიერების ფორმულა არ არსებობს და ყველამ ჩვენი პატარ-პატარა ბედნიერებებით უნდა ავაშენოთ დიდი ბედნიერების კოშკი და რომ მთავარია, მერე იქედან არ გამოვექანოთ რაზგონით (იცინის, ხუმრობს).

ნაინო წუხს, რომ დღესდღეობით აღარ შემორჩა ახალგაზრდა რომელიც მისნაირად ხშირად იყენებს ჰეშტეგებს და რომ თუ ეს ასე გაგრძელდა, ივერია არ გაბრწყინდება.

ნაინო აცხადებს, რომ მას კალონკა ხშირად უფუჭდება ხოლმე და ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ იყოს ბედნიერი.

კომენტარები