ყველაფერი რჩეული ერთად

თბილისი, 9 მაისი - საქართველოს უროლოგთა კავშირმა "ჟურნალისტთა სახლში" სიმბოლური პრესკონფერენცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაცია გიორგი გაბედავას მიმართ დღეს აგორებულ შავ პიარს გამოეხმაურა. კავშირის თავმჯდომარე ქართლოს დიდავას განცხადებით, დღეს საქართველოში მკვეთრად ირღვევა მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებები. "საგანგაშო სიტუაციაა!" განაცხადა დიდავამ. გაგრძელება →

თემქა, 1 მაისი - თექმის მესამე მიკრო-რაიონში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელსაც ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა, დასჯილი ოთარიკო ნამორაძე განცხადებას ავრცელებს. გაგრძელება →

თბილისი, 22 აპრილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატ კობა დავითაშვილის მშობლებს უახლოეს მომავალში შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა კობა დავითაშვილის მშობლები მასთან სატელეფონო ჩხუბის შემდეგ დაიბარა. "მე დავურეკე კობას და საკმაოდ ვეჩხუბე" - განაცხადა ივანიშვილმა ბრიფინგზე. პრემიერის გაღიზიანება დავითაშვილის არაგუნდურმა ქცევებმა გამოიწვია. გაგრძელება →

მცხეთა, 8 აპრილი - ონისე გერგედავა, იგივე სოციალური ქსელების ცოტნე დადიანი, რომელმაც ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად თაფლი წაისვა და ქარში დაწვა, სოლიდარობას მიხეილ სააკაშვილსაც უცხადებს. მას შემდეგ, რაც გერგედავამ თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა თვითონაც ისევე დატანჯულიყო, როგორც მისი პრეზიდენტი იტანჯება. გაგრძელება →

მატროსკაია წიშინა, 3 აპრილი - ცნობილი ქუთაისელი ქურდი ტარიელ ონიანი გია ხუხაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსპერტის საქციელი არაქურდულია. "ის კუთხური შოვინიზმი, რომელიც ხუხამ შემოგვთავაზა, მარტივად რომ ვთქვა, არაქურდულია." განაცხადა ონიანმა.  ქურდის გაღიზიანება ხუხაშვილის მიერ ტელეკომპანია მაესტროში გაკეთებულ ამ განცხადებას მოჰყვა: გაგრძელება →

თბილისი, 13 მარტი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ჯანსაღი ცხოვრების ხარისხის განვითარების საბჭომ კახა ბენდუქიძის მფლობელობაში არსებულ ე.წ. "ბენდუქიძის" აუზს ავტორიზაცია შეუწყვიტა. გაგრძელება →

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმი საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭო, მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარებული საგამოძიებო და ხარისხის კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ადგენს: შეუჩერდეს ავტორიზაცია საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს. გაგრძელება →

ნიუსი: გლადიატორთა ბრძოლა სოლოლაკში

3,667 ნახვა 0 სგ

თბილისი, 7 მარტი - "გლადიატორთა ბრძოლა სოლოლაკში" ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ონლაინ-ჟურნალი "Powerful Men of the World" (http://powerfullmen.com/europe/georgia/gladiators_in_sololaki.html). სტატიაში მოთხრობილია ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ტრიპოლსკის უჩვეულო გართობის შესახებ. გაგრძელება →

თბილისი, 27 თებერვალი - დღეს მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით გაფრინდა. პრეზიდენტი აეროპორტში დაცვის გარეშე, ელექტრომობილით მეუღლის თანხლებით გამოცხადდა. გაფრენამდე სააკაშვილმა მინი პრეს-კონფერენციაც გამართა. პრეზიდენტის განცხადებით, მან და მისმა მეუღლემ კარატეზე სიარული დაიწყეს. "თავიდან კუნგ-ფუზე გვინდოდა, მაგრამ მასტერ აკაკის ადგილი აღარ ჰქონდა." - დასძინა პრეზიდენტმა. გაგრძელება →

თბილისი, 26 თებერვალი - საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატი სარვამარტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სარეცხ მანქანებსა და 1000 ლარიან ვაუჩერებს ყველა წყვილი ვერ მიიღებს, რადგან პრემიერ მინისტრს ამის საშუალება ფიზიკურად აღარ აქვს. "ბატონმა ბიძინამ უკვე აავსო და დაეხმარა ნახევარ საქართველოს, შესაბამისად ფული გაუთავდა." - ვკითხულობთ დოკუმენტში. გაგრძელება →

ქუთაისი, 22 თებერვალი - პარლამენტის წევრები ზაზა პაპუაშვილი და ნუკრი ქანთარია კოალიცია ქართულ ოცნებას გამოეყვნენ და ახალ საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან. დეპუტატებმა გადაწყვეტილება კონსერვატორთა პარტიის შემუშავებული კანონ-პროექტის განხილვის შემდეგ მიიღეს. გაგრძელება →

ნიუსი: ივანიშვილი იაპონურ კორსვორდს ავსებდა

5,745 ნახვა 0 სგ

თბილისი, 21 თებერვალი - სხვადასხვა ქართული სააგენტოების მიერ გავრცელებული სკანდალური კადრები, რომელშიც ივანიშვილი კალაძეს კალამს სთხოვს არც თუ ისე სკანდალური აღმოჩნდა. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, ის იმ მომენტში იაპონურ კროსვორდს ავსებდა და ლურჯმელნიანი "პასტა" სჭირდებოდა. გაგრძელება →

თბილისი, 20 თებერვალი - თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას პროცესი მიმდინარეობს.  დარბაზში შემოსვლისას ბაჩო ახალაიას ფანების არმია ტაშით შეხვდა, თუმცა კუმირისიგან შესაბამისი რეაქცია ვერ მიიღეს, რამაც ზოგიერთი მათგანი გაანაწყენა. გაგრძელება →

თბილისი, 14 იანვარი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება, რომელიც პიანისტი ბექა გოჩიაშვილის დაკითხვას ეხმაურება. ჩიტი უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს: გაგრძელება →

გვერდები