ყველაფერი რჩეული ერთად

თბილისი, 24 ივლისი - დღეს, ვარჯიშზე მიმავალი ცნობილი ქართველი მოჭიდავე დათო მარსაგიშვილი სკოლის მოსწავლე გოგონებმა "პადზემკაში" შეაყენეს და გაიგდეს. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, შელაპარაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის ქალთა და მამაკაცთა თანასწოროუფლებიანობაზე წამოიჭრა. გაგრძელება →

თბილისი, 16 ივლისი - მთავრობის მიერ მხარდაჭერილი "დემოგრაფიული აღორძინების ფონდი," სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად, მოქმედ და სამომავლო პროექტებსაც წარადგენს საზოგადოების წინაშე. ერთ-ერთი მთავარი და პროგრესული პროექტი არის "ეროვნული სპერმის ბანკი," რომელიც შეცდომით ქალიშვილობა დაკარგულ და შემდეგ ვერ გათხოვილ გოგონებს ბავშვის ყოლასა და ერის გამრავლებაში შეეხიდება. გაგრძელება →

თბილისი, 11 ივლისი - სამების საკათედრო ტაძრის ეზოში "ლაღიძის კაფის" გახსნის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, რის შედეგადაც ორგანიზაციაში ამ ფულის ტაძრების მშენებლობაზე დახარჯვის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც საპატრიარქოში იუწყებიან, წლიური 25 მლნ. გაგრძელება →

თბილისი, 9 ივლისი - საქართველოს შინაგან საქმეთა და მუნდირის დაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 7 ივლისს დინამო არენასთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიციის შეურაცხყოფის უფლება საქართველოში არავის აქვს. "ჩვენ ვერ ავიტანთ საერო პირებისგან პოლიციის მუნდირის შეურაცხყოფას! ამის უფლება მხოლოდ სასულიერო პირებს აქვთ და მრევლის იმ წევრებს, რომლებსაც შესაბამისი კურთხევა აქვთ მიღებული." - დასძინა მან. გაგრძელება →

თბილისი, 8 ივლისი - მას შემდეგ რაც, საქართველოში მათ ვინც ადრე ჩუმად იყვნენ - ახლა ხმა აღარ ამოეღებათ, ხოლო ვინც ხმას იღებდა - ისინი დადუმდნენ, საქართველოში ირაკლი კუტალაძე ბრუნდება. ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთვება, ის ე.წ. "მამლის" როლს შეასრულებს. გაგრძელება →

ნიუსი: ნანა კაკაბაძე: "Koba, Soy tu padre, hijo"

5,541 ნახვა 0 სგ

ქუთაისი, 25 ივინისი - საქართველოს პარლამენტის მშობელთა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სკანდალური განცხადებით გამოვიდა. თანამედროვე ქართველთა დედობილმა პარლამენტარ კობა დავითაშვილს დიდი ხნის საიდუმლო გაუმხილა. "კობა, მე... მე მამაშენი ვარ!" - განაცხადა კაკაბაძემ სხდომის მიმდინარეობისას, რომელზეც საქართველოში ბრაზილიური და ზოგადად სამხრეთ ამერიკული ტელესერიალების აკრძალვის ინიციატივა განიხილებოდა. გაგრძელება →

თბილისი, 14 ივნისი - წმინდა ნინოს როლის შემსრულებელს, რომელიც რეჟისორმა როლზე უკვე დაამტკიცა, შესაძლოა სახელი შეუცვალონ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ როლზე 2 წლის განმავლობაში მიდიოდა აქტიური კასტინგი და პროცესში გადამღებ ჯგუფთან ერთად სასულიერო პირები და საპატრიარქოც იყვნენ ჩართულები. "ისეთი ჟიური გვყავდა ესპანურ ინკვიზიციას შეშურდებოდა." - განაცხადე რეჟისორმა გიორგი კერესელიძემ. გაგრძელება →

ნიუსი: შხაპი თამარ ივერს ემიჯნება

8,579 ნახვა 0 სგ

აბაზანა, 31 მაისი - საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა აბაზანაში, სადაც შხაპი და მისი თანამოაზრეები თამარ ივერის კონცერტის გაუქმებას გამოეხმაურენ. შეგახსენებთ, რომ ქართველი სოპრანოს მისი ჰომოფობიური, სიძულვილით სავსე და დისკრიმინაციული განცხადების გამო პარიზის ოპერის თეატრმა კონცერტი გაუუქმა. აღნიშნულ ფაქტს შეუერთდა შხაპი და თანამოაზრეებთან ერთად მომღერალს ისიც გაემიჯნა. გაგრძელება →

ნიუსი: ნიკა გვარამია პატრულმა დააჯარიმა

5,980 ნახვა 0 სგ

თბილისი, 30 მაისი - გუშინ გვიან ღამით თბილისის საპატრულო პოლიციამ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გვარამია დააჯარიმა. გაგრძელება →

დიცი, 30 მაისი - ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლის მოსახლეობა საქართველოს პრემიერ და რეინტეგრაციის მინისტრებს დახმარებას სთხოვს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საოკუპაციო ხაზი 300 მეტრით გადმოსწიეს და აღნიშნული დასახლებისა და მთელი საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო შეავიწროვეს. გუშინ გვიან ღამით ოკუპანტებმა ადგილობრივი მამაკაცი დააკავეს. გაგრძელება →

თბილისი, 28 მაისი - ქართველი მეღვინეები სოფელ დიცში საოკუპაციო საზღვრის გადმოწევას მიესალმებიან. მეღვინეთა ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ჩიტთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავარია ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე შევიდეს და რა ხერხებით მოხდება ეს მნიშვნელობა არ აქვს. გაგრძელება →

თბილისი, 27 მაისი - საქართველოს საპატრიარქო რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო საზღვრის გადმოწევას ეხმაურება. დღეს დილით საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მამა მიქაელ ბოტკოველმა გააჟღერა და ოკუპანტების ქმედებას "უზრდელური" უწოდა. "ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი მოძმე ერი ასეთი უზრდელია და ელემენტარული ეტიკეტის დაცვაც არ შეუძლია." ნათქვამია საპატრიარქოს მწვავე განცხადებაში. გაგრძელება →

ნიუსი: არა თეოკრატიას!

1,911 ნახვა 0 სგ

ჩიტის გუნდი და რედაქცია მოგიწოდებთ, ხვალ, 2013 წლის 24 მაისს, 19:00 სთ.-ზე მობრძანდეთ დედა ენის ბაღში და უთხრათ უარი თეოკრატიას! ეს აქცია არ არის ერთ-ერთი უმნიშვნელო აქცია, რომელზეც Facebook attending-ს მისცემთ, მაგრამ შემდეგ მისვლა დაგეზარებათ, ხვალ კრიტიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას და ხალხს რომ ჩვენ არ შევეგუებით ანაფორით მოსილ ძალადობას! გაგრძელება →

ტფილისი, 1226 წელი - ტფილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე თემურაზ ასპინძელის თავმჯდომარეობით ხვარზმ შაჰ ჯალალ ად-დინს ას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შეგასხსენებთ, რომ ჯალალ ად-დინმა რამდენიმე საუკუნის წინ ქართველთა აქცია "არა ძალადობას! არა ხვარზმელთა ოკუპაციას! არა ქართველობის წართმევას!" დაარბია და მის მონაწილეებს თავები დააყრევინა. გაგრძელება →

ნიუსი: მართლმადიდებლობა: "ეს მე არ ვიყავი!"

6,579 ნახვა 1 სგ

თბილისი, 18 მაისი - საქართველოში გვიან ღამით დაბრუნებული მართლმადიდებლობა, გუშინ, 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. რელიგიური მრწამსის განცხადებით გუშინ ის საქართველოში არ იმყოფებოდა და საერთოდ ხშირად არის გასული როგორც ქვეყნიდან, ისევე ადამიანის გულებიდან, ამიტომ მისი დადანაშაულება ამ ინციდენტში არასწორია. "სამწუხაროა, რომ ჩემი ადგილი ადამიანის გულებში ბოროტებამ და სიძულვილმა დაიკავა" - აცხადებს რელიგია. გაგრძელება →

გვერდები