ყველაფერი რჩეული ერთად

ნინი ბადურაშვილი "სვეცკობის" ნაცვლად თავის საყვარელი წიგნების სიას გვთავაზობს და გვირჩევს სულიერი და ინტელექტუალური ამაღლებისთვის სწორედ ეს ნაწარმოებები წავიკითხოთ: 1.2.3.4.5.6.7.8.9.10. გაგრძელება →

თბილისი, 6 იანვარი - წმინდა სინოდი და სრულიად ქართული ეკლესიის მსახურები ყველაზე რაციონალური სურვილის ჩამთქმელს ეძებენ. შეგახსენებთ, რომ დღეს დილას სახლებიდან გამოსულ სასულიერო პირებს თავიანთი ჯიპები ადგილზე არ დახვდათ. აღნიშნულის გამო ვერც ერთი მათგანი მთაში ვერ წავიდა. გაგრძელება →

თბილისი, 24 დეკემბერი - შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოთარ ფარცხალაძის გარშემო აგორებულ კრიმინალურ სკანდალს ეხმაურება. როგორც შს მინისტრი აცხადებს, ფარცხალაძე უაღრესად კარგი სპეციალისტი და თავისი ქვეყნის პატრიოტია. "პატრიოტი, რომ არ იყოს გერმანიიდან აქ ჩამოვიდოდა? იქნებოდა იქ თავისთვის და ფეისბუქზე დაგვარიგებდა როგორ უნდა გვეშენებინა ქვეყანა. გაგრძელება →

თბილისი, 12 დეკემბერი - დღეს დილით, გამთენიისას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის უმცირესობების მიერ მუდმივად დაჩაგრული და დამცირებული ქართველი მართლმადიდებელი ხალხის რეაბილიტირებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ეკლესიური პროგრამის შემუშავებისთვის ეკა ბესელია, ხოლო ამ პროგრამაში შეტანილი განსაკუთრებული მართლმადიდებლური წვლილისთვის ანი მიროტაძე, ღირსების მანდილით დააჯილდოვა და პარლა გაგრძელება →

ნიუსი: საპატრიარქომ ქველმოქმედება დააპატენტა

4,933 ნახვა 0 სგ

თბილისი, 14 ნოემბერი - დღეს საქართველოს ეროვნულ საპატენტო ბიუროში საქართველოს საპატრიარქოს განცხადება შევიდა ქველმოქმედების დაპატენტების თაობაზე. განაცხადი ეკლესიის სახელით პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა შეიტანა. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო დღემდე არაოფიციალურად ფლობდა ლიცენზიას სიკეთის კეთებაზე და ათასგვარი გადაჯიშებული ადამიანები ქველ საქმეებს მათი გვერდის ავლით აკეთებდნენ. გაგრძელება →

თბილისი, 6 ნომებერი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმატიკის ოლიმპიადების გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "ინფორმატიკა და კომპიუტერი ეს არის სატანური - შიგნით ბევრი ჩიპები და სქემები და რაღაცებია. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ჩვენი შვილების სულიერი სამყარო შელახოს!" - ნათქვამია განცხადებაში. გაგრძელება →

თბილისი, 29 ოქტომბერი, - ელვის სისწრაფით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა “წითელი ზონა” დეკემბრიდან აღარ გავა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის უვადო შემსრულებლის, თამაზ ტყემალაძის განცხადებით, საკმარისია ხალხის ფულის უმიზნოდ ხარჯვა. გაგრძელება →

თბილისი, 29 ოქტომბერი - საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. როგორც dzaglebi.ambebi.ge იუწყება, გიორგი მარგველაშვილის ძაღლი სუფთა სისხლის არ არის და მისი დედა მეტისი ანუ უჯიშოა. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ მოხდა ძაღლის მამისა და დედის შეხვედრა. ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, რომელთაც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები ატარებენ. გაგრძელება →

ნიუსი: ოლიმპიურ ჩირაღდანს ქართველები აქრობენ?

3,647 ნახვა 0 სგ

მოსკოვი, 9 ოქტომბერი - რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ოლიმპიური ცეცხლის ქრობა შემთხვევით არ არის და ამ საქმეში ჩართულები არიან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სპეციალურად გაწვერთნილი "ნინძები." როგორც რუსეთის შს მინისტრმა ვლადიმირ კალაკოლცევმა განაცხადა, საქართველოდან სპეციალურად მიავლინეს ხრიდოლის ოსტატები, რომლებიც "უჩინარი ლეზგინკით" გაგრძელება →

მოსკოვი, 7 ოქტომბერი - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინი შეშფოთებულია. მისი განცხადებით, საქართველოს ვერაფრის დიდებით აიძულეს სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობაზე უარი განეცხადებინა. "საქართველო იმ ბავშვს ჰგავს, რომლის პონტიდან მოტეხვაც უნდათ, საამისოდ ბევრ ცუდ რამეს უჩალიჩებენ და ის მაინც არ ნებდება და პონტისკენ მაინც იწევს." დასძინა კარასინმა. გაგრძელება →

თბილისი, 2 ოქტომბერი - ხვალ, 3 ოქტომბერს, საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამა "მოეფერე მინისტრს" ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ჟურნალისტის, ალექსანდრე ელისაშვილის, იდეის მიხედვით შეიქმნა. ელისაშვილის განცხადებით, იდეა, მას, პრემიერთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოუვიდა და მაშინვე გადაწყვიტა მისთვის ხორცი ჩაესხა. გაგრძელება →

თბილისი, 18 სექტემბერი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ახალი სეზონიდან "კორკოტას 60 წუთი გავა. გადაცემას ჟურნალისტური გამოძიების ფორმატი ექნება და თბილისში არაქალაქელი და სოფლელი ტიპების აღმოჩენსას მიეძღვნება. გაგრძელება →

ნიუსი: საქართველოში ბომბია

5,496 ნახვა 0 სგ

საქართველო, 16 სექტემბერი - დღეს თბილისის დროით 16:30 საათზე 112-ში ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომელიც საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ იუწყება. გაგრძელება →

ნიუსი: პირველკურსელების დედები სახლში წავიდნენ

5,816 ნახვა 0 სგ

თბილისი, 16 სექტემბერი - თსუ-ს წინ შეკრებილი პირველ კურსელების დედები უკვე სახლში არიან. ასევე ბებიებიც. მშობელთა დაშლის პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სტუდენტებს პატრიარქის გამოსვლის შემდეგ მიმართა. "დღეს პატრიარქმა დაგვლოცა! ამაზე კარგი რა შეიძლება მოხდეს?" იკითხა განათლების მინისტრმა და ქოლგით მდგარ ბიჭუნას შეხედა, იმ იმედით, იქნება ახლა მაინც მოუბრუნდეს ჩემზე გულიო. გაგრძელება →

გვერდები